დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს მოსკოვში დაგეგმილ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში. განცხადება პრემიერის წარმომადგენელმა დიპლომატიური ხასიათის მიზეზების მოშველიებით გააკეთა.
„მოსკოვში, ზეიმი იმართება დიდ ბრიტანეთში არჩევნების დასრულებიდან ორი დღის შემდეგ, რაც ნაკლებად სავარაუდოს ხდის მასში კამერონის მონაწილეობას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ვითარება დათბება“, - განაცხადა პრემიერის წარმომადგენელმა.
ბოლო დროს მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაფუჭდა, რაც რუსეთის უკრაინის სამხედრო კონფლიტში მონაწილეობას უკავშირდება.
მოსკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას არ აპირებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც.
მერკელის წარმომადგენლის განცხადებით, წითელ მოედანზე 9 მაისს დაგეგმილ ზეიმში მონაწილეობას მერკელი არ ამიიღებს. კანცლერი მოსკოვში 10 მაისს ჩავა და გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს.
მერკელის გადაწყვეტილების მიზეზიც უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობაა.