კიევის დინამო ევროლიგას გამოეთიშა. მერვედფინალური შეხვედრა კიეველებმა ევერტონთან დათმეს. გასვლითი მატჩი დინამომ 2:1 წააგო. შეხვედრის მე-14 წუთზე ანგარიში ოლეგ გუსევმა გახსნა, რასაც ევერტონმა ნეისმიტისა და ლუკაკოს გოლებით უპასუხა. ლიგის სხვა შეხვედრებში სევილიამ 3:1 ვილიარიალი დაამარცხა, ფიორენტინამ და რომამ კი ფრე 1:1 ითამაშეს.