კვირაზე მეტია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საჯაროდ არავის უნახავს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მითქმა-მოთქმა გამოიწვია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი აქტიურად მუშაობს და არაფორმარლურ შეხვედრებს მართავს.
მოსაზრება, პუტინის ავადმყოფობის შესახებ, მას შემდეგ გახდა აქტიურად განსჯის საგანი, რაც გადაიდო მისი ვიზიტი ასტანაში, სადაც უნდა გამართულიყო რუსეთის ბელორუსის და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრა, - იტყობინება ბი-ბი-სი.
რუსეთის პრეზიდენტის საიტმა ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია პუტინისა და სომხეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შესახებ. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვის წარმომადგენლები, ვინაობის გაუმჟღავნებლად აცხადებენ, რომ მათ გასული კვირის შემდეგ პრეზიდენტი არ უნახავთ.
მართალია, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ხმები პუტინის ავადმყოფობის შესახებ სულელური ჭორიებია, თუმცა მასვე მოუწია იმის დადასტურება, რომ პუტინი მონაწილობას არ მიიღებდა ფედერალური უსაფრთოხობის სამსახურის კოლეგიის მუშაობაში.
„ის გარემოება, რომ პრეზიდენტი გასული კვირიდან არ გამოჩენილა საჯარო სივრცეში, უკავშირდება მის დატვირთულ სამუშაო გრაფიკს და დახურულ შეხვედრებს“, - განაცხადა პესკოვმა.
პოლიტიკური ექსპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი ევგენი მირჩენკო კი აცხადებს, რომ პუტინის „მომსახურეობის ზონიდან“ გასვლა, მისი სტანდარტული პრაქტიკაა.
ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი თავის გარემოცვას აკვირდება და სულაც არ არის გამორიცხული „დაბრუნებულმა“ პუტინმა „თავები დაყაროს“.
ყველაფერის მიუხედავად, ამ ეტაპზე დაბეჯითებით ვერავინ ამბობს სად არის და რა სჭირს „მომსახურეობის ზონიდან“ გასულ ვლადიმერ პუტინს და რას უმზადებს იგი არა მხოლოდ საკუთარ გარემოცვას.