ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკან გაიწვია. ოფიციალური რეიკიავიკის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკება, რომელიც ბრიუსელთან 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, აღარ განახლდება. ევროპულ ინტეგრაციაზე უარი ხელისუფლებაში მოსულმა მემარჯვენე ცენტრისტებმა ჯერ კიდევ 2 წლის წინ თქვეს და მოლაპარაკების მონაწილე 10-მდე ჯგუფი, საკონსულტაციო კომიტეტი და ეროვნული დელეგაცია დაითხოვეს. მათი თქმით, განვითარების ამ ეტაპზე ევროკავშირში ინტერაცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.