უკრაინა სამხედრო პოტენციალს აძლიერებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ ორ პარალელურ პროცესს ვაწარმოებთ: ზედმიწევნით ვასრულებთ მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და ვაძლიერებთ შეიარაღებული ძალების პოტენციალს. რაც შეეხება ცეხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ჩვენ ცეცხლი უკვე შევწყვიტეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის მიერ ზავის დარღვევის შემთხვევაში მათ პასუხს არ გავცემთ,"-აღნიშნა პოროშენკომ.