ევროკავშირმა უნგრულ-რუსული გარიგება ჩაშალა. მხარეთა შეთანხმებით, "როსატომს" უნგრეთის ქალაქ პაკშეში ორი ბირთვული რეაქტორი უნდა აეშენებინა, თუმცა ბრიუსელმა 12 მილიარდიანი პროექტი დაბლოკა. ორგანიზაცია "ევრატომმა," რომელიც ბირთვული საწვავის ბაზარს არეგულირებს, პროექტი არ დაამტკიცა. რეგულატორის გადაწყვეტილებას მხარი ევროკომისიამაც დაუჭირა.