ევროპარლამენტმა ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუცია მიიღო. ევროპელი დეპუტატები რუსეთის ხელისუფლებას სწრაფი და ობიექტური საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
მათივე მოთხოვნით, გამოძიებაში გაეროს, ევროსაბჭოსა და ეუთოს ექსპერტებიც უნდა ჩაერთონ. რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში 28 თებერვალს მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 კავკასიელი დააკავა, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ.