ჩეხეთის უშიშროების სამსახურმა რუსული ჯაშუშური ქსელი გაშიფრა. სამი რუსი დიპლომატი პრაღიდან ჯაშუშობის ბრალდებით უკვე გააძევეს. რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქციამ არ დააყოვნა. მოსკოვმა ორ ჩეხ დიპლომატს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ჯაშუშური სკანდალის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.