21 მარტს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლის „ჯუჯა ცხვირი“ პრემიერა გაიმართება.
ვილჰელმ ჰაუფის ზღაპრის მიხედვით სპექტაკლი დადგა რეჟისორმა გიორგი თავაძემ. მონაწილეობენ: ნინო ანდრიაძე, ქეთევან ქიტიაშვილი, ქეთევან ჩაჩუა, მარიამ ჩუხრუკიძე, მაია ხორნაული, თეკლა ჯავახაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, მერაბ ბერიკაშვილი და სხვა.
სპექტაკლის საპრემიერო წარმოდგენები მოზარდმაყურებელთა თეატრში ასევე გაიმართება 22 და 28 მარტს.