ხვალ, 13 მარტს, 18:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში ლიტერატურის მუზეუმის პირველი დირექტორის (1931-1953) გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 115 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ლიტერატურის მუზეუმის ფონდში დაცული გიორგი ლეონიძის ფოტოები, ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, ნაწარმოებების ილუსტრაცები, კარიკატურები, გამოცემები, ასევე ფოტოები საქართველოს ეროვნული არქივიდან.
გამოფენა გაგრძელდება 2 მაისის ჩათვლით.