აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტს, სისასტიკით ცნობილ ,,მოტოროლას” დონეცკის ცენტრში სნაიპერის ტყვია გულში მოხვდა.
ამის შესახებ უკრაინული პარტიზანული რაზმის ,,ჩრდილის” ლიდერმა ალექსანდრე გლადკიმ ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
,,10 მარტს, 18 :20 სთ-ზე, დონეცკში მშვიდობის პროსპექტზე მდებარე ბანკის შენობიდან გამოსულ ,,მოტოროლას” მოპირდაპირე სახლის მესამე სართულიდან ერთი ტყვია პირდაპირ მკერდში ესროლეს.
ის ჯავშანჟილეტის გარეშე იყო.
დაჭრილს გარს ხალხი შემოეხვია და საკონტროლო გასროლის განხორციელება ვერ მოხერხდა.” - აცხადებს გლადკი.
მისი თქმით, ოპერაციის საბოლოო შედეგი - მოკვდა თუ არა ,,მოტოროლა,” ჯერ-ჯერობით უცნობია.
,,მიზნის ძირითად შედეგს ველით” - წერს ის სოციალურ ქსელში.