ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეს გრიფით საიდუმლო სტატუსი მოეხსნა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იტყობინება. უწყების გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ბრალდებული გენერლის, ალექსეი პუკაჩის საქმის მასალები, რომლებიც დღემდე გასაიდუმლოებული იყო, სასამართლოს უკვე გადაეგზავნა. ღონღაძის თავმოკვეთილი ცხედარი პოლიციამ კიევთან ახლოს 2000 წლის ნოემბერში აღმოაჩინა, 9 წლის შემდეგ კი სამართალდამცავებმა მისი თავის ქალის ფრაგმენტებსაც მიაკვლიეს. მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებას უკრაინის მეორე პრეზიდენტს, ლეონიდ კუჩმასაც უყენებდნენ, თუმცა 2011 წელს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე დაიხურა. 2013 წლის 29 იანვარს მკვლელობაში ბრალდებულად შსს-ს მაღალშინოსანი ალექსეი პუკაჩი ცნეს, რომელმაც დანაშაული შს ყოფილი მინისტრის, იური კრავჩენკოს დაკვეთით ჩაიდინა. კრავჩენკომ 2005 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა ექსპერტთა ნაწილმა სუიციდის შესაძლებლობა ოფიციალურად გამორიცხა. პუკაჩს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.