ადამიანის უფლებათა დამცველები, რომლებმაც ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი მოინახულეს, საგამოძიებო კომიტეტში დაკითხეს. ერთ-ერთი მათგანის, ანდრეი ბაბუშკინის განცხადებით, გამოძიებამ მათ მოწმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეჭვმიტანილთა მონახულებას ვეღარ შეძლებენ. გარდა ამისა, მათ საქმის დეტალების გახმაურება ოფიციალურად აეკრძალათ. ადამიანის უფლებათა დამცველებმა მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დადაევი ციხეში 3 დღის წინ მოინახულეს, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილს სხეულზე წამების კვალი აღენიშნებოდა. დადაევმა მათ განუცხადა, რომ ჩვენება იძულებითი წესით დააწერინეს.