ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ამის შესახებ მოსკოვის ბასმანის სასამართლოს პრეს-მდივანმა ანა ფადეევამ განაცხადა. მისივე თქმით, აპელაცია დაცვის მხარემ სასამართლოში უკვე შეიტანა. ზაურ დადაევი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ აღიარებითი ჩვენება იძულებით დააწერინეს. აპელაციით სასამართლოს სხვა დაკავებულებმაც მიმართეს. ესკერხანოვი, გუბაშევი და ბახაევი მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფენ.