საარტილერიო სისტემების ფარული (მცირე ოდენობით ან თითო-თითოდ) გადასროლა დონეცკის რამდენიმე რაიონში ერთდროულად შეიმჩნევა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” უკრაინული ,,საინფორმაციო წინააღმდეგობის” ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი წერს.
,,არტილერია და ნაღმმტყორცნები გულმოდგინედ არის შეფუთული და მასკირებული და მათთან მიახლოება ადგილობრივ მოსახლეობას აკრძალული აქვს.” - აცხადებს ტიმჩუკი.
,,საინფორმაციო წინააღმდეგობის” ჯგუფის მონაცემებით, დონეცკსა და ლუგანსკში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 4 შეიარაღებულ ე. წ. ,,სასწავლო ცენტრში” რუსული არმიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადება მიმდინარეობს.
მეთაურების გუნდი ძირითადად რუსეთის მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის არიან როგორც კადრების ოფიცრები, ისე დაქირავებული მეომრები, რომელთაც საბრძოლო მოქმედებებსა და შეიარაღებულ ძალებში სამსახურის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ მიღებული.
,,დღეისთვის დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების ერთიან ცენტრალიზებულ სამეთაურო ძალებში ფაქტობრივად გაერთიანებულია 2 სამხედრო კორპუსი (დაახლოებით 30-33 ათასი ადამიანი) და მათგან მხოლოდ 15-20 %-ს გააჩნია უკრაინის მოქალაქეობა, დანარჩენები რუსი დაქირავებულები არიან.” - წერს ტიმჩუკი.