ბორის ნემცოვის ქალიშვილი მამის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას კრემლის ლიდერს აკისრებს. ვრცელი ინტერვიუ ჟანა ნემცოვამ BBC-ს მისცა.
“მამაჩემი პუტინის მთავარი კრიტიკოსი იყო. მას ოპოზიციის ყველაზე ძლიერ ლიდერად განიხილავდნენ. ის პუტინს ებრძოდა და მის მკვლელობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ კრემლის ლიდერს ეკისრება,“-აცხადებს ნემცოვა.