გაზპრომი უკრაინას ბუნებრივი აირის ტარიფს უძვირებს. ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, უკრაინისთვის ათასი კუბამეტრი გაზის ფასი აპრილიდან 350-360 დოლარით განისაზღვრება. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ქვეყანა რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იქნება და ბუნებრივ აირს ევროკავშირისგან მიიღებს.