ავიაკომპანია Lufthansa, 2015 წლის შემოდგომიდან, ევროპული ბაზრისთვის სატარიფო პოლიტიკას ცვლის. ახალი პოლიტიკა ძირითადად ეკონომ კლასს შეეხება და მგზავრებს ბარგისათვის დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ. ახალი კონცეფციის მიხედვით, ეკონომ კლასში იმოქმედებს სამი სახის ტარიფი: Light, Classic და Flex. ტარიფი Light ითვალისწინებს ყველაზე დაბალ ტარიფს, რომელშიც შედის ფრენა და ხელბარგი. ამ ტარიფის წესების მიხედვით ბილეთის თარიღის შეცვლა ან მისი დაბრუნება შეუძლებელი იქნება. ტარიფი Classic-ი ითვალისწინებს ფრენას და ბარგის გადატანას და ასევე თვითმფრინავში სასურველი ადგილის შერჩევას, მხოლოდ ბილეთის შეძენისას. ამ სახის ბილეთის დაბრუნება ან შეცვლა მხოლოდ შესაბამისი ჯარიმის გადახდის შემდეგ იქნება შესაძლებელი. Flex-ის კატეგორიის ბილეთი ყველაზე ძვირადღირებულია. რაც ითვალისწინებს უფრო მეტი ბარგის გადატანას, ადგილის შერჩევას, კვებას და ასევე ბილეთის შევლას ან დაბრუნებას - უფასოდ.