მესინჯერ WhatsApp-ის მომხმარებლები არაერთხელ გამხდარან ჰაკერული შეტევის მსხვერპლნი. თუმცა ამჯერად WhatsApp-ის გამო შეტევა მესინჯერის საბანკო ანგარიშებსაც შეეხო. სქემა კი ასეთი იყო: მომხმარებლებს მაილზე მიდიოდათ შეტყობინება, რომ ჩამოეტვირთათ WhatsApp-ის ბოლო ვერსია. თუმცა გზავნილი WhatsApp-ის საიტიდან გაგზავნილი არ იყო და ადრესატთა ნაწილი მოტყუვდა და პროგრამა ჩამოტვირთეს, რითაც მათ Win32/TrojanDownloader.VB.QRM.-ზე წვდომა გაეხსნათ. შემდგომ ამ პროგრამაზე წვდომით ჰაკერებმა კომპიუტერში ჩამოთვირთეს დამატებითი, მავნე პროგრამა — Win32/Spy.Banker.ABOD. Win32/Spy.Banker.ABOD.-ს საშუალებით კი სულ მარტივადაა შესაძლებელი ინტერნეტბანკის პაროლებისა და სხვადასხვა მონაცემების მიღება.