კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი სატელეფონო კავშირი აღდა. ამის შესახებ კუბის სახელმწიფო ტელერადიოკომუნიკაციის კომპანია იტყობინება. აღდგენილი ხაზი ჯერჯერობით მხოლოდ სატელეფონო საუბრებისთვის გამოიყენება, თუმცა ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ უახლოვეს ხანებში კუბაში სწრაფი ინტერნეტიც შევა. სატელეფონო ზარები კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის დღემდე მესამე ქვეყნის გავლით ხორციელდებოდა.