ოთხწლიანი დახმარების ფარგლებში უკრაინა საერთაშორისო სავალურტო ფონდისგან 17 ნახევარ მილიარდ დოლარს მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ფონდის მმართველმა საბჭომ მიიღო. უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სოლიდური თანხა ეკონომიკის, ფინანსური სექტორისა და ვალუტის კურსის სტაბილიზაციას მოხმარდება. პირველი ტრანშის რაოდენობა 5 მილიარდი დოლარით განისაზღვრა და მას უკრაინა უახლოეს ხანებში მიიღებს.