ოკუპირებული ყირიმის ლიდერი სერგეი აკსენოვი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს ყირიმში იწვევს. "ჩამოვიდეს, გავიდეს ქუჩებში და საკუთარი თვალით ნახოს, როგორ ცხოვრობს ხალხი, დაუსვას მათ კითხვები. მე მის განცხადებებზე კომენტარების კეთებას არ ვაპირებ, რადგანაც ეს ყველაფერი მიზნად ყირიმის დისკრედიტაციას ემსახურება,"-აღნიშნა აკსენოვმა. ყირიმის ლიდერი ნულანდის მიერ სენატის საკომიტეტო მოსმენაზე გაკეთებულმა განცხადებამ აღაშფოთა, რომლის მიხედვითაც ყირიმის მოსახლეობა ტერორის ქვეშ იმყოფება.