ორ ქვეყანას შორის გაჩაღებული დიპლომატიური სკანდალის შედეგად საუდის არაბეთმა შვედეთიდან თავისი ელჩი გაიწვია.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის ერიკ ბომანის განცხადებით, ერ-რიადი იმან განარისხა, რომ შვედეთის მხარემ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საუდის არაბეთი გააკრიტიკა.
შვედი დიპლომატის თქმით, სტოკჰოლმი საუდის არაბეთიდან თავისი ელჩის გამოწვევას არ აპირებს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ დარღვეულა.
სკანდალი მიმდინარე კვირის დასაწყისში აგორდა, როდესაც შვედეთმა საუდის არაბეთთან სამხედრო თანამშრომლობის გრძელვადიანი შეთანხმების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.
სტოკჰოლმმა საუდის არაბეთი იმაში დაადანაშაულა, რომ ამ უკანასკნელმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არაბული ქვეყნების ლიგის სხდომაზე დასწრების ნება არ დართო.