უკრაინას 40 მილიარდი დოლარი ესაჭიროება. ამის შესახებ პრეზიდენტმა პოროშენკომ შვედეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ცნობილი ხდება ისიც, რომ შვედეთმა უკრაინას 175 მილიონიანი კრედიტი 7 წლის ვადით გამოუყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველ 10 მილიარდიან ტრანშს კი კიევი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიიღებს.