ყოფილი პოლიტპატიმრისა და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის პრეს-მდივანს, კიულე პისპანენს მოსკოვში სახლის კართან სამგლოვიარო გვირგვინი დახვდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა. უცნაურ საჩუქარში პისპანენმა წერილი ვერ აღმოაჩინა, თუმცა როგორც ვარაუდობს, სიმბლური ჟესტი მუქარას უფრო ჰგავს. მის ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს "ნოვაია გაზეტას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში ე.წ. "დასახვრეტ პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა" სია არსებობს. შესაძლოა ხოდორკოვსკი სწორედ ამ სიაში ირიცხებოდეს.