გერმანიის კანცლერი მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება. ამის შესახებ გამოცემა Die Zeit იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღებისას მერკელი დიდხანს ყოყმანობდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ის მოსკოვში არ ჩავა. როგორც Die Zeit წერს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მსგავსი ვიზიტი კიევის შეურაცხყოფა იქნებოდა.