ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგისთვის ეუთოს დამკვირვებლებს მეტი შესაძლებლობები უნდა მიეცეთ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"ეუთოს დამკვირვებლებს არამხოლოდ საზღვარზე, არამედ იმ რაიონებზეც უნდა ჰქონდეთ წვდომა, საიდანაც მძიმე შეიარაღების გაყვანა ხორციელდება. ამასთან, მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს. დღევანდელი მონიტორინგი არასაკმარისია. იმისათვის, რომ ზავის რეჟიმი ხანგრძლივმოქმედი იყოს, მონიტორინგი უნდა გაუმჯობესდეს,"-აღნიშნა სტოლტენბერგმა.