"ნოვაია გაზეტაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთში ე.წ. "დასახვრეტ ოპოზიციონერთა სია" არსებობს, პუტინის პრეს-მდივანი აბსურდულს უწოდებს. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი. "ნოვაია გაზეტას" მტკიცებით, ნემცოვის გარდა ჩეჩნური დაჯგუფებები მიხაილ კასიანოვის, ალექსეი ვენედიქტოვისა და ქსენია სობჩაკის ლიკვიდაციასაც გეგმავენ, რის შესახებაც სამართალდამცავმა სტრუქტურებმა პრეზიდენტ პუტინს აცნობეს.