ომი უკრაინაში ნატოსთვის ერთგვარი გამოცდაა. ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ამ გამოცდას ალიანსი ვერ ჩააბარებს, რუსეთთან ბრძოლა ნატოს საზღვრებთან მოუწევს. "
ჩვენ გვეგონა, რომ დამოუკიდებლობა მუდმივი იქნებოდა, მაგრამ ახლა, როდესაც პოსტსაბჭოთა იმპერიალიზმი უკვე ჩვენს საზღვრებთანაა, ვხედავთ, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ დამთავრებულა. დასავლეთი ამას ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს, რადგანაც რუსეთი საფრთხეს არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ ევროკავშირს უქმნის,"-აღნიშნა ლიტვის პრეზიდენტმა.