ესპანეთის სამეფო გუნდის მწრთვნელობის ყველაზე რეალურ კანდიდატად ზინედინ ზიდანი განიხილება. ამის შესახებ "ევროსპორტი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რეალის მთავარ მწრთვნელს, კარლო ანჩელოტის 22 მარტს ბარსასთან დამარცხების შემთხვევაში კლუბს დაატოვებინებენ. გუშინ ანჩელოტის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შალკესთან 3:4 დამარცხდნენ, რამაც რეალის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა. მანამდე კი სამეფო კლუბი ესპანეთის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.