სილვიო ბერლუსკონის ბრალდება მოუხსნეს. იტალიის უმაღლესმა სასამართლომ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უდანაშაულოდ ცნო. ექსპრემიერს ბრალად არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ედებოდა, რისთვისაც მას 2013 წელს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, გასული წლის ივლისში კი სააპელაციო სასამართლომ ბერლუსკონი გაამართლა. ამის შემდეგ ბერლუსკონის საქმე უმაღლეს სასამართლოში გადავიდა.