ისლამისტებმა ახალგაზრდა არაბი სიკვდილით დასაჯეს
ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სიკვდილით 19 წლის არაბი დასაჯეს. მოჰამედ საიდ ისმაილ მუსალემს ჯიჰადისტებმა ბრალი ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს. დახვრეტის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში გვიან ღამით გავრცელდა. ახალგაზრდა არაბი აღიარებს, რომ ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. ამის შემდეგ მას არასრულწლოვან ბავშვს აკვლევინებენ.