ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში აწამებენ. "ლეფორტოვოს" ციხეში ის საზოგადოებრივ დამკვირვებელთა კომისიის წევრებმა მოინახულეს.
ადამიანის უფლებათა დამცველებს დაკავებულმა განუცხადა, რომ ნემცოვი არ მოუკლავს. ცნობილი ხდება ისიც, რომ ის ჩეჩნურ ბატალიონ "სევერში" 28 თებერვლამდე ირიცხებოდა, ნემცოვის მკვლელობის მეორე დღეს კი, როდესაც მასზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა, ბატალიონიდან დაითხოვეს.
ეჭვმიტანილმა ასევე განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება მას იძულებით მიაცემინეს. სხეულზე დადაევს წამების კვალი აღენიშნება.