რუსეთის მიერ კონტროლირებადი ძალები დონბასის ინფრასტრუქტურის განადგურებას განაგრძობენ.
ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
,,ლუგანსკის ოლქში, სოფელ ორეხოვოეს მახლობლად უცნობმა პირებმა სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს. ბლოკირებულია მატარებლების მოძრაობა.
ქალაქ პერვომაისკაიაში კი საბრძოლო მოქმედებების შედეგად ელექტროქვესადგური დაზიანდა.” - განაცხადა ლისენკომ.
მისი თქმით, ლუგანსკის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, ელექტროენერგიის გარეშე მთლიანად 3 და ნაწილობრივ 2 დასახლებული პუნქტია დარჩენილი, ხოლო სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 29 დასახლებული პუნქტი მთლიანად, ხოლო 14 - ნაწილობრივ არის ჩაბნელებული.