ყოველი მეხუთე ბრიტანელი წყვილი, რომელსაც სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის შვილად აყვანა სურს, ხელმოკლე და გაჭირვებულ ქალებს ეძებს, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მზადაა, სხვას შვილი გაუჩინოს.
ამის შესახებ გაზეთ ,,The Sunday Times”- ი წერს.
გამოცემის ცნობით, ასეთი ქალების რიცხვი განსაკუთრებით დიდია საქართველოსა და უკრაინაში და დღეს იაფი სუროგატი დედების მძებნელთათვის უკრაინა ნამდვილ სამოთხედ გადაიქცა.
,,მშობლები, რომლებსაც სუროგაციის გზით ბავშვების შვილად აყვანა უნდათ, უფრო ხშირად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, განსაკუთრებით, უკრაინასა და საქართველოს მიმართავენ. ამ ქვეყნებში ქალები მზად არიან, სულ რაღაც 12 ათას ფუნტად გააჩინონ ბავშვი, მაშინ, როცა ინდოეთში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენა 20 ათასი ფუნტი ღირს, ამერიკაში კი, საშუამავლო სააგენტოს საფასურისა და სადაზღვევო გადასახადის ჩათვლით ასეთი სამსახური 130 ათასი ფუნტი ჯდება.”- წერს ,,The Sunday Times” - ი.
სუროგატ დედებს ძირითადად სპეციალური სააგენტოების მიხედვით ეძებენ.
არის შემთხვევები, როცა ქალები ინტერნეტში განცხადებებს თავად ავრცელებენ და უშვილო წყვილებს, გარკვეული პირობების საფუძველზე, თავიანთ მომსახურეობას სთავაზობენ.