შეერთებული შტატები ევროპის ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების შემცირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. საგანგებო განცხადება ტელეკომპანია BBC-ის ეთერში გაეროში აშშ-ს წარმმომადგენელმა სამანტა პაუერმა გააკეთა.
მისი თქმით, ისეთი რადიკალური დაჯგუფებები, როგორიცაა ბოკო ჰარამი და ისლამური სახელმწიფო, მსოფლიოს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან და მათგან თავის დასაცავად თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი თანხებია ჩასადები.
ნაცვლად ამისა კი ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ სამხედრო ხარჯები შეამცირა, რაც პაუერის თქმით, დაუშვებელია.