რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთს მოუწოდა, ,,კიევის მიერ მინსკის ხელშეკრულების დაბლოკვის ფაქტს” ყურადღება მიაქციოს.
,,დასავლელი კოლეგები შეიძლება ამას ვერ ამჩნევენ, მაგრამ დღეს მათთვის ასე სასურველი მინსკის ხელშეკრულების შესრულების პროცესი სწორედ კიევის ხელისუფლების მიერ არის დაბლოკილი. 12 თებერვლის მოლაპარაკებიდან მეორე დღესვე უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ მათ, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ ამნისტიის საკითხებში, მინსკში არავითარი პასუხისმგებლობა არ აუღიათ ” - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ კიევი იძულებული გახდეს ხელშეკრულების პირობები შეასრულოს, უკრაინის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს.