კიევი მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას აჭიანურებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს ევროპასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ივან სოლტანოვსკიმ განაცხადა.
"ამბოხებულთა მიერ კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღების გაყვანაზე ეუთოს უფრო ოპერატიული რეაგირება უნდა მოეხდინა, ნაცვლას იმის მტკიცებისა, რომ ეს ძნელი დასაჯერებელი იყო. მათ დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ კიევი აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს და პროცესს აჭიანურებს,"-აღნიშნა დიპლომატმა.