უკრაინა საკუთარ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას დაიცავს, თუმცა მშვიდობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. "ჩვენ ახლა ისე გვჭირდება მშვიდობა, როგორც ჰაერი. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, თავისუფლებსა და დემოკრატიას, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს,"-აღნიშნა პოროშენკომ.