იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში მილანმა ვერონას დამარცხება ვერ შეძლო. შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ვერონამ გახსნა. ლუკა ტონის მიერ ზუსტად შესრულებულ პენალტს 41-ე წუთზე ჟერემი მენეზმა თერთმეტმეტრიანითვე უპასუხა. 47-ე წუთზე "როსონერები" დაწინაურდნენ. გოლი ვერონას კარში პანაიოტის ტახციდისმა გაიტანა. მილანელებმა ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება თამაშის ბოლომდე შეძლეს, თუმცა კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე მათ კარში ნიკო ლოპესმა შეაგდო. დაკარგული ორი ქულის შემდეგ მილანი სერია A-ში მე-10 პიზიციას იკავებს.