ნიუკასლის თავდამსხმელი პაპის სისე და მანჩესტერ იუნაიტეტის მცველი ჯონი ევანსი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 7 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის მიზეზი ინგლისის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი გახდა. მატჩის 38-ე წუთზე ფეხბურთელები შელაპარაკდნენ, რის შემდეგაც ერთმანეთს შეაფურთხეს. შეხვედრის არბირტს არასპორტული საქციელი არ გამოჰპარვია, ინგლისის საფეხბურთო ასოცოაციამ კი ფეხბურთელებს მკაცრი განაჩენი გამოუტანა.