მორიგი თავდასხმა იერუსალიმში. ახალგაზრდა პალესტინელი ხალხის მასაში ავტომანქანით შეიჭრა. ინციდენტის შედეგად 5 ებრაელი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მანქანიდან გადმოსული პალესტინელი ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმას ცივი იარაღით შეეცადა, რაშიც მას ხელი პოლიციელებმა შეუშალეს. სამართალდამცავებმა თავდამსხმელი მძიმედ დაჭრეს.