ბორის ნემცოვის მეგობარ გოგონას, ანა დურიცკაიას, რომელიც პოლიტიკოსის მკვლელობისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, უკრაინაში უცნობი პირები ემუქრებიან. ამის შესახებ 23 წლის უკრაინელმა მოდელმა მილიციას აცნობა. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განცხადებაზე რეაგირება უკვე მოახდინა და დურიცკაიას დაცვისთვის საგანგებო ზომები მიიღო. ცნობილი რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში 27 თებერვლის ღამეს მოკლეს, როდესაც ის მეგობარ გოგონასთან ერთად სეირნობდა. მკვლელობიდან 2 დღეში მოდელი სამშობლოში დაბრუნდა.