დონეცკის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას რუსეთი გაუწევს. შესაბამისი განკარგულება კრემლის ლიდერმა საგანგებო სიტუაციაTა სამინისტროს მისცა. ზასიადკოს სახელობის მაღაროში გვირაბი გუშინ დილით აფეთქდა, რასაც 33 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა. აფეთქების მიზეზი მეთანის გაჟონვა გახდა.