დღეს, 5 მარტს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის, გულიკო ზუმბაძის ინიციატივით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება შეხვედრა თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებთან.
შეხვედრა 11.00 საათზეა ჩანიშნული.