მიუნჰენის ბავარიის მთავარი მწრთვნელი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ „დეილი მირორი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ხოსეპ გვარდიოლამ საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და წინ მიმავალ ავტომანქანას დაეჯახა. ინციდენტის შედეგად 44 წლის სპეციალისტი არ დაშავებულა. თვითმხილველთა თქმით, ის დაზარალებულ მანქანის მძღოლთან კონფლიქტის მოგვარებას პოლიციის ჩარევის გარეშე ცდილობდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მალე გამოჩნდნენ. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.