მოსკოვში, სახაროვის ცენტრში 28 თებერვალს მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
როგორც რუსული გამოცემები იუწყებიან, ცენტრის შესასვლელთან უკვე დგას ხალხის რიგი, რომლებიც იქ ნემცოვთან გამოსათხოვრად და მისი ხსოვნისთვის პატივისმისაგებად მივიდნენ.
ცნობილია, რომ პოლიტიკოსის დაკრძალვაზე არც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და არც პრემიერ-მინისტრი მედვედევი მივლენ.
ნემცოვს დღეს მოსკოვში, ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.