უკრაინის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ იაროსლავ რომანიუკმა უკრაინის გენერალური პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პეჩორის რაიონული სასამართლოს 3 მოსამართლისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას დათანხმდა. სერგეი ვოვკი, ვიქტორ კიციუკი და ოკსანა ცარევიჩი იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში გახმაურებულ სასამართლო პროცესებს თავმჯდომარეობდნენ. მათ ბრალად პოლიტიკური დაკვეთის შესრულება ედებათ.