დიეგო მარადონა ფეხბურთთს დიდი სიამოვნებით ითამაშებდა. ამის შესახებ ლეგენდარულმა არგენტილელმა საკუთარი ტელე-შოუში განაცხადა. სტუდიაში მას ბრაზილიელი რონალდო ჰყავდა მიწვეული, რომელიც კარიერის განახლებას ამერიკულ კლუბ „ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსში“ აპირებს. მას შემდეგ, რაც რონალდომ ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში დაადასტურა, მარადონამ მას საქმიანი წინადადებით მიმართა: „თუ მეათე ნომერი დაგჭირდეთ, თქვენს სამსახურში მიგულეთ,“-განაცხადა 55 წლის ფეხბურთელმა.