ირანმა ბირთვული პროგრამა მინიმუმ 10 წლით უნდა შეაჩეროს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბარაქ ობამას თქმით, ამ შემთხვევაში ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აღარ დააწესებს. აშშ პრეზიდენტმა კონგრესს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებისგან თავი შეიკავოს. მისი თქმით, კონგრესმენება ამით შესაძლოა ხელი თეირანთან დაწყებულ მოლაპარაკებებს შეუშალონ.